ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” პრესსამსახურში განუცხადეს.
“სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ 19 აგვისტოს, დღის ბოლოს შევიდა. ვითარების შესწავლა დაიწყო, მაგრამ არანაირად არ ველოდით ადმინისტრაციულ დროებით მმართველს”– განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზედამხედველობის სამსახურის გეგმიური შემოწმება მოსალოდნელი იყო:”ზედამხედველობის სამსახურს ისედაც ველოდებოდით, რადგან მალე ეს უწყება ყველა კომპანიაში შევა. დროებითი მმართველის დანიშვნის ბრძანება მოულოდნელი იყო. მმართველად იურისტი ვლადიმერ ძირკველიშვილი ორი თვის ვადით დაინიშნა, თითქოს რაღაც ხარვეზების გამოსასწორებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაჯანსაღბლად.“
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, აქვს თუ არა ფინანსური პრობლემები კომპანიას, “არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” არ პასუხობენ: “კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე დიექტორი ნიკოლოზ რამიშვილი ისაუბრებს. ის ამერიკაში იყო მივლინებით. ახლა წყვეტს მივლინებას და ჩამოდის საქართველოში. ერთ კვირაში გაკეთდება ოფიცილური განცხადებები. მასთან ერთად ასევე ჩამოდიან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კომპანიის აქციონერები და დამფუძნებლები. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და გერმანული საინვესტიციო კომპანია “დეკის” წარმომადგენლები.”
“ნეტგაზეთმა” ზედამხედველობის სამსახურის იმ წარმომადგნლებთან დაკავშირება სცადა, რომლებიც „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ამოწმებენ. თუმცა მათ კომენტარისაგან თავი შეიკავეს.
სადაზღვევო კომპანია „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“, რომელმაც 2012 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერი მოიგო, პროვაიდერმა კლინიკებმა ხელშეკრულებები შეუჩერეს და მედიაციის სამსახურში უჩივლეს. კომპანიას პრობლემები 2013 წლის იანვარში შეექმნა.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რომ “ჯოენის კლინიკას “არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან” პრობლემა ჰქონდა: “ეს ალბათ 2012 წლის დეკემბრის მონაცემია. ამ საკითხს მე ვკურირებდი და დეკემბრის ბოლოს, უმეტესწილად, მოგვარდა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერის წინაშე არსებული დავალიანების საკითხი.”
“არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან ” სახელმწიფო პროგრამების მომსახურებაზე დადებულ კონტრაქტს სამინისტრო არ გადახედავს. მინისტრის თქმით, პროვაიდერსა და სადაზღვევო კომპანაის შორის არსებული დავა მედიაციის სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს.
“არქიმედეს ჯგუფის” 17%-იანი წილის მფლობელი კომპანია DEG (Deutche Investitions – und Entwicklungsgesellschaft mbh)–ია. DEG-მა კომპანიის კაპიტალში შესვლის სანაცვლოდ, 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. DEG-ი, „თიბისი ბანკის” 11,32%-იანი წილის მფლობელია.
“არქიმედეს ჯგუფის” მაჟორიტარული წილის მფლობელი „არქიმედეს გლობალია” და მისი წილი დაახლოებით 65%-ია, 17%-ზე მეტს კი კომპანიაში საერთაშაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფლობს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიზიდული ინვესტიცია ხელს შეუწყობს „არქიმედეს გლობალის” შვილობილი კომპანიის „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გეგმების გაფართოებას., ამავდროულად, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის საქართველოში. DEG-ი, „თიბისი ბანკის” 11,32%-იანი წილის მფლობელია.








