ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გაავრცელა სოციალური სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლის მიზანიც ლგბტი ჯგუფის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებაში წვლილის შეტანაა.
ვიდეორგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანებისა და მათი უფლებების პოზიტიურ ხილვადობას.
ფონდის ცნობით, ვიდეოს მთავარი გზავნილები გამომდნარეობს კლევებიდან, რომლებიც ლგბტი ადამიანების მიმართ არსებულ უთანასწორო გარემოსა და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკაზე საუბრობენ. ესენია ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევა და საქართველოში ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი, რომლებიც ჩაატარეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მისმა პარტნიორებმა: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და EMC-იმ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3-წლიანი პროექტის “ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში.
ვიდეორგოლი შემოქმედებითმა სააგენტომ Leavingstone-მა დაამზადა.