ახალი ამბები

სოფო მოსიძე პრეზიდენტის კრიტიკას დაუმსახურებელს უწოდებს

20 აგვისტო, 2013 • 1531
სოფო მოსიძე პრეზიდენტის კრიტიკას დაუმსახურებელს უწოდებს

სოფო მოსიძე
სოფო მოსიძე

“8 აგვისტოს ჩავწერეთ ინტერვიუ პრეზიდენტთან, დღის მეორე ნახევარში, და შეთანხმებული იყო 15- წუთიანი ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა ჟურნალისტმა მოიტანა 50- წუთიანი ინტერვიუ. 46- წუთიანი ინტერვიუ გავუშვით. არც ერთი ქცევის კოდექსი არ ავალდებულებს ჟურნალისტს, რომ მასალა დამონტაჟების გარეშე გაუშვას.”

 

კითხვაზე, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრალი დასდო იმაში, რომ ინტერვიუს ის ნაწილი არ გაუშვა ეთერში, სადაც რუსეთის კრიტიკა იყო და  ვლადიმერ პუტინის და მედვედევის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, მოსიძემ განაცხადა, რომ მთელი ინტერვიუ სწორედ რუსეთის კრიტიკას წარმოადგენდა.

 

“ჩვენ გამოვაქვეყნებთ დამონტაჟებულ და დაუმონტაჟებელ ინტერვიუსაც და საზოგადოებამ თვითონ ნახოს”, – განაცხადა მოსიძემ.

 

“ადამიანურად გულსატკენი იყო ეს ყველაფერი. ეს იყო დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო პრეზიდენტისგან”, – ამბობს საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

 

მისი თქმით, ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

 

 მიხეილ სააკაშვილმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ  “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მისი ინტერვიუდან მწვავე ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა მედვედევს და პუტინს წყენოდა, “გაქრა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი