პრეზიდენტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″– თან საუბრისას განაცხადა, რომ ფუნიკულიორის მშენებლობისას მას ეკლესიის დანგრევაში ადანაშაულებდნენ: 

 

“გახსოვთ ის ტყუილები, როცა ითქვა, რომ სააკაშვილმა ეკლესიამ დაანგრია, როცა აქ დავიწყეთ მშებენლობა. ატყდა ერთ ამბავი, საზიზღარი ეკლესიის მნგრეველი და დღემდე იმეორებენ “ასავალ–დასავალში”. სად არის, აბა, დანგრეული ეკლესია, აი, ეკლესია, აი, ჯვარი და აი, ფუნიკულიორი. აი, ეს არის ის სიცრუე, რაზეც ეს ხალხი დგას.  აი, ეს არის ის ტყუილები, რასაც წინა წლებში კვებავდნენ, რომ ეკლესიებს ვანგრევდი. ეკლესიაც აშენდა, ფუნიკულიორიც აშენდა და წელს ბათუმში არის ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი.”  

 

პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ხალხს და არ იხმაროს “მახათი” სხვა მიმართულებით:” ბათუმში უნდა აღდგეს ბარაკების პროგრამა. ბიუჯეტი უნდა აღდგეს ძველ პირობებში და დაიწყოს მშებენებლობა და ხალხის დასაქმება. მუდმივად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. ყველაფერი გაჩერდა და გადაყვა გარჩევბს. ეს ყველაფერი გრძელდებოდა ინერციით და ეს არის ახლა დაპაუზებული. ამაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, რომელი გამგებელი რომელი კლანის წარმომადგებელია. მთელი ბათუმი ბარაკებით იყო სავსე, ეს ბარკები უნდა დანგრეულიყო სამი წლის განმავლობაში და თითო წელზე 80 მილიონი იყო ჩადებული. ამ ბარაკებში ხალხი როგორ ცხოვრობს, ძნელი წარმოსადგენია. წყალი ჩადის, სინესტეა. ბარაკები დანგრევის პირასაა და ეს სამ წელიწადში უნდა დამთავრებულიყო აქ.  პრინციპში, მეტ ფულს თუ ჩადებ, მთალიანად ბარაკებისგან შეიძლება გაწმინდო ბათუმის ცენტრი და ამ ხალხს მისცე ნორმალური ბინები. ” 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *