ახალი ამბები

სუსი: სოფელ ხურჩასთან რუსეთმა მავთულხლართები უკან გადაწია

17 იანვარი, 2018 • 6390
სუსი: სოფელ ხურჩასთან რუსეთმა მავთულხლართები უკან გადაწია

ზუგდიდის მუციპილატეტის სოფელ ხურჩასთან რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი  უკან გადაწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.

როგორც უწყების  ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახა ქემოკელიძე განმარტავს, მავთულხლართების ჩახსნის პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო.

“ზოგადად, ბორდერიზაციის პროცესი არის უკანონო და პრობლემური. ჩვენ ხშირად ვეხებით ამ საკითხს როგროც გალის, ასევე ერგნეთის მოლაპარაკებებში IPRM-ის ფორმატში. ხურჩის საკითხი რამდენიმეჯერ იყო დაყენებული გალში შეხვედრებზე, ხურჩაში უკანონო ბორდერიზაციის საკითხი დაფიქსირდა 2017 წლის აპრილში, შემდეგ გაგრძელდა აგვისტოში და ასევე დეკემბერში იყო ეს საკითხი. უკანონო ბორდერიზაცია დეკემბერშიც გაგრძელდა და შემდეგ უკვე იანვარში იყო რელოკაცია ამ უკანონო ინსტალაციების. – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი