ახალი ამბები

აშშ #1 სამხედრო ძალაა, რუსეთი მე -2 – საერთაშორისო კვლევა

16 იანვარი, 2018 •
აშშ #1 სამხედრო ძალაა, რუსეთი მე -2 – საერთაშორისო კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლოების 41% თვლის, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ზე ძლიერი ქვეყანაა. შეესაბამება თუ არა მოსაზრება რეალობას? – საერთაშორისო კვლევები მოწმობს, რომ არა.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვის სისტემა აშშ-ს აქვს, მეორე ადგილზე რუსეთია, ხოლო მესამეზე – ჩინეთი. ამის შესახებ  2016 წელს, Credit Suisse-ს კვლევაზე დაყრდნობით, გამოცემა Business Insider წერს.

გამოცემის თანახმად, 10 ქვეყანას შორის, რომელთა სამხედრო შესაძლებლობები ყველაზე ძლიერია, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რუსეთიკი, მეორეზე.

კვლევის დროს ქვეყნების შეფასებისას გამოყენებულია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სამხედრო პერსონალის რაოდენობა (5%) ; სამხედრო ვერტმფრენები (15%) ; ტანკები (10%); ავიაცია (20%); ავიამზიდები (25%) და წყალქვეშა ნავები (25%).

ქვეყნების ათეული, ყველაზე ძლიერი თავდაცვის სისტემით გამოიყურება ასე.

1. აშშ
სამხედრო ბიუჯეტი: 601 მილიარდი აშშ დოლარი
მოქმედი პერსონალი: 1 400 000
ტანკები: 8 848
საჰაერო ძალა: 13 892 (ერთეული)
წყალქვეშა ნავი: 72

ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვაზე 601 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს, რაც ათეულში მყოფი დანარჩენი 9  ქვეყნის მიერ თავდაცვაზე დახარჯული თანხების ჯამზე მეტია. 

2. რუსეთი
ბიუჯეტი: 84.5 მილიარდი აშშ დოლარი
მოქმედი პერსონალი: 766 055
ტანკები: 15 398
ავიაცია: 3 429 (ერთეული)
წყალქვეშა ნავი: 55

რუსეთის შეარაღებულ ძალებში მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკია, მთლიანობაში- 15, 398 ერთეული, ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი აეროფლოტი აქვს და მსოფლიოში მესამე ადგილზეა წყალქვეშა გემების მიხედვით.

2008 წლიდან კრემლმა თავდაცვაზე დახარჯული თანხები თითქმის გაასამმაგა.

3.ჩინეთი
ბიუჯეტი: 216 მილიარდი აშშ დოლარი
პერსონალი: 2 333 000
ტანკები: 9,150
საჰაერო ძალა: 2,860 (ერთეული)
წყალქვეშა ნავი: 67

ჩინეთის სამანევრო ქვედანაყოფებში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს, გარდა ამისა ჩინეთი, რუსეთის შემდეგ, ტანკების რაოდენობით , ხოლო ამერიკასთან შედარებით, წყალქვეშა გემების რაოდენობით, მეორე ადგილზეა.  ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 216 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 


4. იაპონია

ბიუჯეტი: $41.6 მილიარდი აშშ დოლარი

პერსონალის რაოდენობა: 247 173

ტანკები: 678

საჰაერო ძალა : 1,613(ერთეული)

წყალქვეშა ნავი: 16

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ჯარი მომცრო ზომისაა, შეიარაღების თვალსაზრისით, ის მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იაპონია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ვერტმფრენების ოდენობით, ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგ.


5.ინდოეთი

ბიუჯეტი: $50 მილიარდი აშშ დოლარი

სამანევრო ქვედანაყოფებში მყოფთა რაოდენობა: 1 325 000

ტანკები: 6 464

საჰაერო ძალა: 1,905 (ერთეული)

წყალქვეშა ნავები: 15

ინდოეთის სამხედრო სამსახურში მილიონ სამასი ათასი ადამიანი მსახურობს, რაც რაოდენობით, ჩინეთისა და აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.  ინდოეთი ტანკებისა და ავიაციის რაოდენობით, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ, მეოთხე ადგილზეა. გარდა ამისა, ინდოეთს აქვს წვდომა ატომურ იარაღთანაც.


6.საფრანგეთი

ბიუჯეტი: $62.3 მილიარდი აშშ დოლარი

მოქმედი პერსონალი: 202,761

ტანკები: 423

საჰაერო ძალა: 1,264

წყალქვეშა ნავები: 10

საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 62 მილიარდი აშშ დოლარია. 

7.სამხრეთ კორეა

ბიუჯეტი: $62.3 მილიარდი აშშ დოლარი

სამანევრო ქვედანაყოფებში მყოფთა რაოდენობა: 624,465

ტანკები: 2,381

საჰაერო ძალა: 1,412

წყალქვეშა ნავი: 13

სამხრეთ კორეას, ჯამში, 2 ათასი ტანკი და ათასი საავიაციო ერთეული აქვს. ავიაციის ოდენობით სამხრეთ კორეა მეექვსეა მსოფლიოში.


8.იტალია
ბიუჯეტი: $34 მილიარდი აშშ დოლარი

სამანევრო ქვედანაყოფებში მყოფთა რაოდენობა: 320 000

ტანკები: 586

საჰაერო ძალა: 760

წყალქვეშა ნავი: 6

მიუხედავად იმისა, რომ იტალია, ჩამოთვლით ქვეყნებთან შედარებით, თავდაცვაზე ბევრს არ ხარჯავს, მისი ფლოტის ნაწილი 2 ავიამზიდია. გარდა ამისა, მას 6 წყალქვეშა ნავი და 760 ერთეულისგან შემდგარი ავიაცია აქვს.


9. დიდი ბრიტანეთი

ბიუჯეტი: $60.5 მილიარდი აშშ დოლარი
სამანევრო ქვედანაყოფებში მყოფთა რაოდენობა: 146 980
ტანკები: 407
საჰაერო ძალა: 936
წყალქვეშა ნავი: 10

გაერთიანებული სამეფოს სამანევრო ქვედანაყოფებში  407 ტანკი და 10 წყალქვეშა ნავია. თუმცა დიდი ბრიტანეთი 2018 წლისთვის შეარაღებული ძალების 20%-ით შემცირებას აპირებს.


10. თურქეთი

ბიუჯეტი: $18.2 მილიარდი აშშ დოლარი
სამანევრო ქვედანაყოფებში მყოფთა რაოდენობა: 410 500
ტანკები: 3 778
საჰაერო ძალა: 1 020
წყალქვეშა ნავი: 13

თურქეთის შეარაღებული ძალები ხმელთაშუაზღვეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, თუმცა თურქეთს არ აქვს ავიამზიდი, მის მფლობელობაში 13 წყალქვეშა ნავია. გარდა ამისა, თურქეთს 3 ათასზე მეტი ტანკი აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი