ახალი ამბები

კალიფორნიაში მშობლები 13 შვილის დატყვევების გამო დააპატიმრეს

16 იანვარი, 2018 • 2258
კალიფორნიაში მშობლები 13 შვილის დატყვევების გამო დააპატიმრეს

კალიფორნიაში პოლიციამ ცოლ-ქმარი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც მათ სახლში 13 დატყვევებული ადამიანი აღმოაჩინა. ტყვეების ნაწილი ჯაჭვებით იყო მიბმული საწოლზე, ნაწილი კი ხელბორკილებს ატარებდა.

57 წლის დევიდ ტურპინი და 49 წლის ანა ტურპინი წამებისა და ბავშვების რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით არიან დაკავებული.

ნაპოვნი 13 ადამიანიდან ყველაზე პატარა 2 წლის, ხოლო ყველაზე დიდი 29 წლისაა.  პოლიციის ცნობით, ტყვეები ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. BBC-ის ცნობით, დიდი ალბათობით ისინი და-ძმები არიან.

არსებული მდგომარეობის შესახებ პოლიციას ერთ-ერთმა დატყვევებულმა შეატყობინა, რომელმაც კვირას, 14 იანვარს, გაპარვა მოახერხა და პოლიციაში დარეკა.

პოლიციის განცხადებით, შეტყობინების ავტორი 10 წლის გოგონაა, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ის და მისი 12 და-ძმა მათივე მშობლების ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

პოლიციამ ისინი საწოლზე ჯაჭვებით მიბმული და ხელბორკილდადებული იპოვა. დატყვევებულ პირებს შორის  მხოლოდ არასრულწლოვნები არ არიან. მათ შორის არიან ადამიანები, რომელთა ასაკი 18-დან 29 წლამდე მერყეობს.

ცამეტივე პირი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი