უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც NDI-ის დაკვეთით ჩატარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 60% უჭერს მხარს, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი- 29 %.
ეს კვლევა, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში. შედეგების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა.
2017 წლის მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევა 7-28 აპრილის განწყობებს ასახავდა.
2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში კიდევ ერთი კითხვაა ევროკავშირთან დაკავშირებით -“მისაღებია თუ არა საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავსირის წევრი”?, რაზედაც 72 % პასუხობს, რომ მისაღებია:
მონაცემები კვლევის შესახებ:
- კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა.
- კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/ – 1.9 %.
- CRRC- მ კვლევის
- საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში აწარმოა. კვლევა ეყრდნობა 2 298 დასრულებულ ინტერვიუს.
- კვლევის მონაწილეები შეირჩნენ წარმომადგენლობითი პრინციპით ქვეყნის მასშტაბით [ოკუპირებული ტერიტორიების გარდა]. გარდა ამისა დამატებითი წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.