ახალი ამბები

მაგთის ოფისი გაქურდეს

15 იანვარი, 2018 • 2436
მაგთის ოფისი გაქურდეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მაგთის ოფისი გაქურდეს. რ2-ის ინფორმაციით, დილით ოფისში მისულ თანამშრომლებს ოფისის კარი გატეხილი დახვდათ. სავარაუდოდ, მოპარულია მობილური ტელეფონები, თუმცა შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და დეტალებზე არ საუბრობს.

 შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს (ქურდობა). შსს-შ არ ამბობენ, არიან თუ არა დაკავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი