ახალი ამბები

ხაშურში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

15 იანვარი, 2018 • 1549
ხაშურში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

ხაშურის ცენტრში ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-მ მიაწოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოზარდებს დაზიანებები სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ითვალისწინებს. შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით, ამჟამად დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი