ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

14 იანვარი, 2018 • 1895
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. საუბარია საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე.

დეპარტამენტის ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელი მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, ამინდის პროგნოზით, აქ ღამით მცირე თოვლსა, ხოლო დღისით თოვლჭყაპს ელოდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი