ახალი ამბები

ზურაბ ალავიძე: საახალწლოდ ტურისტების მზარდ რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა

12 იანვარი, 2018 •
ზურაბ ალავიძე: საახალწლოდ ტურისტების მზარდ რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, ბაკურიანი  საახალწლოდ ტურისტების დიდი რაოდენობისთვის მოუმზადებელი იყო. ალავიძემ დღეს, 12 იანვარს გამართულ საგანგებო თათბირზე სეზონზე შექმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. 

როგორც მინისტრმა თათბირზე განაცხადა,  წლევანდელ სეზონზე, საახალწლო პერიოდში, ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობის სტუმრობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა. თუმცა, მისივე თქმით, ბაკურიანში ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო ახალი ინფრასტქურტურული პროექტები იგეგმება.

,,დღევანდელ შეხვედრისას კომპლექსურად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომლებიც ტურისტების უპრეცედენტო ნაკადის გამო შეიქმნა. გამომდინარე აქედან, შესაბამის სამსახურებთან ერთად გატარდება  ყველა აუცილებელი ღონისძიება უახლოეს პერიოდში. მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე  გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

თათბირს ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი, ბორჯომის მერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელობა, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო – სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი