ახალი ამბები

სტამბულში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავეს

11 იანვარი, 2018 •
სტამბულში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო “Anadolu” წერს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სტამბოლის 12 უბანში, მათ შორის ბაშაქშეჰირში, ფათიჰსა და ზეითინბურნუში ჩაატარეს. გამოცემის წყაროს ცნობით, რეიდების დროს ამოიღეს ორგანიზაციასთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები და ციფრული მასალა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი