ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩვენ შევძელით და დავიწყეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება

12 აგვისტო, 2013 • 1227
მარგველაშვილი: ჩვენ შევძელით და დავიწყეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება

“ჩვენმა 9- თვიანმა მმართველობამ აჩვენა, რომ ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ მოძრაობა, თუ არ არის რუსეთთან უკიდურესი დაძაბულობა, იყო ტყუილი. ჩვენ შევცვალეთ ეს კლიშე. რეალურად, არცერთი მისხალი არ დაგვითმია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და, ამავე დროს, ჩვენ შევძელით და დავიწყეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია.  შესაბამისად, იგივე კურსი გაგრძელდება მომავალშიც. საქართველოს სჭირდება სტაბილური და მდგრადი საგარეო პოლიტიკა,”- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა, კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს, 12 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დროს გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი