შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს 9 თვის მანძილზე (იანვარი-სექტემბრი) საქართველოში სულ 13 037 ხანძარი-წაკიდება მოხდა.
“ნეტგაზეთის” მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვლი ინფორმაციის თანახმად, ხანძრების საერთო რაოდენობა 3135-ია, ხოლო წაკიდების- 9902.
ხანძრის შედეგად დაიღუპა – 53, ხოლო დაშავდა – 176 პირი. განადგურდა – 421 შენობა-ნაგებობა. დაიღუპა 96 წვრილფეხა/მსხვილფეხა პირუტყვი.