ახალი ამბები

ჩხოროწყუში კაცი მოკლეს

7 იანვარი, 2018 • 1783
ჩხოროწყუში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა.

“გარდაცვლილი მამაკაცი 36 წლისაა. რაც შეეხება ცოლს, ის თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი”, – განაცხადა ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ  “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი