ახალი ამბები

თანასწორობა – ფეხბურთის ფედერაციის მილოცვის მთავარი მესიჯი 2018 წელს

7 იანვარი, 2018 • 6768
თანასწორობა – ფეხბურთის ფედერაციის მილოცვის მთავარი მესიჯი 2018 წელს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, კობიაშვილმა 2018 წლის მილოცვის მთავარ მესიჯად თანასწორობა აირჩია.

“გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებასა და გამარჯვების სიხარულს! ჩვენ ფეხბურთის ფედრაციაში გვჯერა, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენი მილოცვის მთავარი მესიჯი თანასწორობაა, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით იმის მიუხედავად, თუ ვინ არის, საიდან არის და როგორ თამაშობს! სწორედ ეს არის ფეხბურთი, თამაში ყველასთვის”,- წერს კობიაშვილი.

2017 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ საჯარო დაუჭირა მხარი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და იდენტობის ადაამიანებს. გურამ კაშია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული ჰომოფობიური და ფაშისტური კამპანიისა, ეროვნული ნაკრების ლიდერს უკან არ დაუხევია და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ცისარტყელის ფერის სამკლაურთან დაკავშირებით თითქმის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა საქართველოში დისკუსია. ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციამ და ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა საჯაროდ გაიზიარა გურამის პოზიცია ადამიანის უფლებების საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი