ახალი ამბები

კალაძე ეპისტოლეზე: ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში

7 იანვარი, 2018 • 4121
კალაძე ეპისტოლეზე: ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში

თბილისის მერი კახა კალაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნლოვანია, მაგრამ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში:

“ყურადღება იქნა გამახვილებული ნარკოპოლიტიკაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში. ვეთანხმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები და რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 2018 წლის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ილია მეორის განცხადებით, უნდა შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკისაგან დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი