ახალი ამბები

სერგო რატიანი სააკაშვილის განაჩენზე: ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება

5 იანვარი, 2018 • 1984
სერგო რატიანი სააკაშვილის განაჩენზე: ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება

პარტია “ევროპული საქართველოს ” წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილსთვის გირგვლიანის საქმეზე პატიმრობის მისჯა სამართლებრივად აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.

“სამართლებრივად ეს არის სრულიად აბსურდული გადაყწვეტილება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ქართული ოცნების ხელიფუსლებამ პოლიტიკურ პატიმრებად ცნო და გაათავისულა ქვეყნის ჯაშუშები, ექსტრემისტები, ბოლო-ბოლო, ჩატაევი ჰყავთ გათავისულებული, ეს არის პოლტიკურად მოტივირებული გადაყწვეტილება. სამართლებრივად ამას წინ არაფერი უძღოდა, მით უმეტეს, რომ 4-5 წლის წინ აქვთ  ეს საქმე გადადებული და როცა დასჭირდათ, პოლიტიკურად მაშინ გამოიყენეს”- განაცხადა სერგო რატიანმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია

მასალების გადაბეჭდვის წესი