ახალი ამბები

2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელებად ნინო სუთიძე და საბა კვერკველია დაასახელეს [ვიდეო]

27 დეკემბერი, 2017 • 2393
2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელებად ნინო სუთიძე და საბა კვერკველია დაასახელეს [ვიდეო]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ნინო სუთიძე, ხოლო საუკეთესო კაც ფეხბურთელად საბა კვერკველია დაასახელა.

საუკეთესო კაც ფეხბურთელად კვერკველიასთან ერთად ნომინირებული იყვნენ გურამ კაშია და ჯაბა ანანიძე. ხოლო ნინო სუთიძესთან ერთად გულნარა გაბელია და ირინა ხაბურზანია იყვნენ დასახელებული.

საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ნაკრების 36 ფეხბურთელმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 2017 წელს გახდა გიორგი ჩაკვეტაძე.

დღეს, 27 დეკემბერს გამართულ დაჯილდოებაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა ავთანდილ ასათიანი ფუტსალში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი ფუტსალში არჩილ სებისკვერაძე გახდა.

2017 წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს ჯენერი ხორავა. ფეხბურთის პოპულარიზებისთვის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებს, ავთო შენგელიასა და თენგიზ კაციას ჯილდოები გადასცეს.

საპატიო ჯილდო გადასცეს დავით ქლიბაძეს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხის სპორტის მიმართულების ჟურნალისტი იყო. დღევანდელ დაჯილდოებაზე საპატიო ჯილდოთი აღნიშნეს მწვრთნელის, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის ღვაწლი და ჯილდო მის შვილს, ნოდარ ახალკაცს მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი