“მედვედევის განცხადება, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, უბრალოდ, მათი არგუმენტების “გაუმჯობესება” მოხდა. ერთ–ერთ მიზეზი მათი არგუმენტების გაძლიერებისა თავის დროზე იყო პრემირ–მინისტრ ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ითამაშა როლი ამ ომის გაჩაღებაში. გასაგებია, რომ ეს განცხადება ნათქვამი იყო არა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არამედ ის, რომ  სააკაშვილმა თავიდან ვერ აიცილა, პროვოკაციას წამოეგო და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, ცოტა ბუნდოვნად ნათქვამი ფრაზები  ძალიან კარგად გამოიყენეს, ამ შემთხვევაში, რუსეთმა”– განაცხადა გოგოლაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას. 

 

დღეს, 4 აგვისტოს, “Russia Today”-მ გამოექვეყნა ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრ დმიტრი მედვედევთან, რომელშიც საქართველოს პრემიერ–მინისტრიც ახსენა. მდვედევის შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამაცი ნაბიჯი გადადგა, როცა განაცხადა, რომ კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა:

 

“პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმაც სწორად თქვა, რომ  ეს თქვენ (სააკაშვილმა) ყველაფრის პროვოცირება მოახდინეთ და კონფლიქტი გააღვივეთ. ალბათ რთული იყო ამის თქმა, მაგრამ მამაცი ნაბიჯია”– განაცხადა მედვედევმა ინტერვიუს დროს. 


გარდა ამისა, მედვედევმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრემლის პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთი კონფლიქტში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით ჩაერია და მათ არ განუხორციელებიათ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 


“შეგახსენებთ, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას. ეს არ იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ქართულ–ოსური კონფლიქტია, რომელშიც ჩვენ იძულებული გავხდით ჩავრეულიყავით, რათა შეგვეჩერებინა საქართველო, რომ გვეხსნა ის ხალხი განადგურებისგან, ვისაც საკუთარ მოქალაქეებად მოიაზრებს და რომლებიც, ამავდროულად, მეტწილად რუსეთის მოქალაქეები არიან”.– აღნიშნა მედვედევმა.

 

 

 

 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *