ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა და ორივე დაიღუპა. ფაქტს ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.
kutaisipost-ის ინფორმაციით, კომპანია “იბერიის ვარსკვლავში”, რომელიც ბალახვნის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვერებელი კორპუსს აშენებს, მუშების დაღუპვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
“გავეცნობით საქმის დეტალებს”, – განმარტა ქუთაისიპოტთან საუბარში შპს “იბერიის ვარსკვლავის” წარმომადგენელმა.