საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა. შეწყალება სულ 187 მსჯავრდებულს შეეხო, რომელთაგან 123 საპატიმრო დაწესებულებებს დღესვე დატოვებს, დანარჩენ 64-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდება.
ზემოხსენებული 123 ადამიანიდან, რომლებიც პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, 65 სასჯელს სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა. ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიდგომა აღნიშნული დანაშაულის მიმართ “მაქსიმალურად ლოიალურია”.
შეწყალებულებს შორისაა 12 ქალი და 2 არასრულწლოვანიც.
ჯამში, შეწყალების კომისიამ ამ ჯერზე 1182 პირის საქმე განიხილა.