“ერთი მხრივ, მთავრობამ მართლა მოინდომა, რომ სოფელს დახმარებოდა, ვაუჩერი და ბარათი სასოფლო მართლა კარგი იყო და, მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ მთავრობა მოუმზადებლად შეხვდა მოსავლის სეზონს და ვერ დაეხმარა გლეხებს მოსავლის ჩაბარებაში. თუ მოსავალი ვერ ჩააბარე, მიწის მოხვნას და დამუშავებას თავისთავად არანაირი აზრი არ აქვს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მთავრობა მუდმივად კონტროლდებოდეს პრეზიდენტის მხრიდანაც, ოპოზიციის მხრიდანაც და ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს”.–განაცხადა ბაქრაძემ. 

 

ატმის მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების  გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში რამდენიმე ოჯახმა ატმის ბაღი გაჩეხა. 

 

“მოსავალი მოდის მაგრამ ვერ ვყიდით, მაგას ვინ წარმოიდგენდა, რომ ატამი ეღირებოდა 5 და 10 თეთრი. 5 თეთრს გადაგიხდით, გვეუბნებიან, მასხრად გვიგდებენ”.– განაცხადა სოფლის ერთ–ერთმა მცხოვრებმა. 

 

ატმის მოსავლის რეალიზაციის პრობლემა გასულ 2012 წელსაც იყო. სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან ექსპორტზე სულ უფრო ცოტა პროდუქტი გადის: 2010 წელს ქვეყნიდან 2 504 900 ტონა ვაშლი გავიდა; 2011 წელს – 272 100 ტონა, 2012 წლის 6 თვეში კი – 607 900 ტონა.

 

სტატისტიკის თანახმად, წლების განმავლობაში მცირდებოდა ატმის ექსპორტიც: 2010 წელს ქვეყნიდან 382 100 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2011 წელს – 323 100 ტონა. 2012 წლის 6 თვეში კი ატამი ექსპორტზე არ გასულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *