შეხვედრა აშშ–ის საელჩოში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია,

რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

გიორგი თარგამაძე, ფიქრია ჩიხრაძე, ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავიტაია, შალვა ნათელაშვილი, აკაკი ასათიანი, სერგო ჯავახაძე და ხათუნა მაჭავარიანი.

 

აშშ–ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანმდა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა.

 

„ამ პოლიტიკურ სეზონზე, რომელშიც შედის საქართველო, მნიშველოვანი მოვლენები განვითარდება. ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ ის მოსაზრებები, რაც ამ პოლიტიკურ მოთამაშეებს აქვთ, ამ შემთხვევაში მათ, რომლებიც წარმოადგენენ არასაპარლამენტო ოპოზიციას. მთელი რიგი საკითხები იკვეთება, როგორიცაა პოლიტიკური კამპანიის დაფინასება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რამდენად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მედიის პოლარიზება – არის თუ არა მედია პოლარიზებული იმ დონეზე, რომ მან ხელი შეუშალოს ყველა პოლიტიკური პარტიის სამართლიან გაშუქებას, მედიას ძალზედ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ პროცესში, ასევე,  ქალების მონაწილეობა და მათი სრულფასოვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევით ორგანოებში. ამ ჯგუთან დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება ჩვენ, რომ მათგან მიღებული აზრის საფუძველზე გავიაზროთ ის არსებული შეხედულებები, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში, ასევე, დავხვეწოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა იმ კუთხით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. საქართველოში არის დიდი პროგრესი მიღწეული, მაგრამ კვლავ რჩება ადგილი პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანმა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 12 პარტიის წარმომადგენლების შენიშვნები და პრეტენზიები იყო ერთსულოვანი, აღნიშნული დაადასტურეს სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც.

 

„დღეს ყველა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ თუ არ შეიცვალა რეალობა, თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, არჩევნების სამართლიანობა და ლეგიტიმურობა დადგება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იმიტომ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობა ჰყავს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, დაფინასების ზრდა ძირითადად ხდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისათვის“, სხვა პარტიებისთვი კი- სიმბოლურად, და ჩვენი პარტიისთვის სიმბოლურადაც კი არა. ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება საპრეზიდენტო კანდიდატების საეთერო დროსთან დაკავშირებით, რაც უკვე შექმნის არათანაბარ გარემოს. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო, რომ გამოჩნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, ასე რომ, ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო თემები გახმოვანდა, რომელთაც აუცილებლად სჭირდება ყურადღების მიქცევა და გადაჭრა ახალი ხელისუფლების მხრიდან, თუ მართლაც გულწრფელია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერი სურვილი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

„ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს თანაბარ, კონკურენტუნარიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს და ლეგალურად  არსებობის საშუალებას.

 

„თუ ამას მთავრობა არ მოგვცემს ნებით, ჩვენ იძულებული გავხდებით ეს მოვიპოვოთ ჩვენი ბრძოლით“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ კი თქვა, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის, რომელიც მიმართული იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ.

 

„ჩვენი სურვილია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ყველა ნაბიჯი გადავდგათ, მიუხედავად ბევრი სირთულისა, იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების თავლსაზრისით, ჩვენ მივიღოთ საღი არჩევნები, ის არჩევნები, რომელიც რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს კი არ გაუხსნის გზას ხელისუფლებისაკენ, არამედ ქვეყანას გაუხსნის გზას ევროპული და ევრო–ატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმედია, საერთაშორისო საზოგადოება პოზიტიურ როლს შეასრულებს იმაში, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და ყველასთვის მისაღები თამაშის წესები ჩამოვაყალიბოთ დროულად“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიქრია ჩიხრაძემ.

 

არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ელჩის შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და ის მედიისთვის დახურული იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *