ახალი ამბები

სასტუმრო “რუმსში” და დინამოსთან ხანძრები ლოკალიზებულია

25 დეკემბერი, 2017 • 1532
სასტუმრო “რუმსში” და დინამოსთან ხანძრები ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ორივე ლოკაციაზე ხანძრები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

სასტუმრო “თბილისი რუმსში” ხანძარი დაახლოებით 01:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მეხანძრე-მაშველებმა პერსონალი და სტუმრები სასტუმროდან გამოიყვანეს – შენობა ახლაც ცარიელია, რადგან კვლავ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დინამოს სტადიონთან, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხვორებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი დაახლოები, 02:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ ლოკაციაზეც სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი