“მე ვერ გეტყვით, რით იხელმძღვანელა მოსამართლემ, მან 26 დაზარალებულის და 94 მოწმის ჩვენება საერთოდ უგულებელყო, იგნორირება გაუკეთა, ფაქტობრივად, იმ ადამიანების ტანჯვა-წამების ფაქტებს. ყველა თქვენგანმა იხილა, თუ როგორ აცხადებდნენ დაზარალებულები, თუნდაც, სენაკის ეპიზოდზე, რომ 3 დღე-ღამის მანძილზე რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში ამყოფეს. მოსამართლემ საერთოდ დახუჭა ამ გარემოებებზე და დაზარალებულთა ჩვენებებზე თვალი”, – აცხადებს ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტულებას გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც მოსამართლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გახდება ცნობილი”
“ვნახავთ სარეზოლუციო ნაწილს, გავარკვევთ, თუ რა დასაბუთებული ფაქტებით, რა არგუმენტებით ისარგებლა მოსამართლემ, ვინაიდან, ჩვენი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, იმ ჩვენებს, იმ ვითარებას, იმ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოზე იქნა წარდგენილი ბრალდების მიერ. მიღებული იქნა სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ვნახავთ სამოტივაციო ნაწილს, ბრალდება გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს,” – განაცხადა პროკურორმა.
