ახალი ამბები

საგამოძებო სამსახურის ცნობით, ყალბი “პერსილისა” და “არიელის” ორი საწარმო აღმოაჩინეს

22 დეკემბერი, 2017 •
საგამოძებო სამსახურის ცნობით, ყალბი “პერსილისა” და “არიელის” ორი საწარმო აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისსა და გარდაბანში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც სარეცხი საშუალებების ცნობილ ბრენდებს აყალბებდნენ.

“ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოეწყო საწარმოები, სადაც სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით ხდებოდა სარეცხი საშუალებების – „ABC“, „პერსილი“, „არიელი“, „კალგონი“, „ფეირი“, „ფენა“, „გუტა“, „დომესტოსი“ –  უკანონო დამზადება,”- აცხადებს საგამოძიებო სასახური.

უწყების ცნობით, ამოიღეს სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

საგამოძიებო სამსხური აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი