ახალი ამბები

იერუსალიმის სტატუსზე გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო

21 დეკემბერი, 2017 • 3394
იერუსალიმის სტატუსზე გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეწინაარმდეგება ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის აღიარების შესახებ. რეზოლუცის მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა, 9 ქვეყანამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.  საქართველოს ამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ქართულ მხარეს რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდიარე არ მიუღია:

“ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბაისად, საკმაოდ გაიყო პოზიციები. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც ამ შემთხვევაში არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც მე უკვე აღვნიშნე, გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა, შესაბამისად, კენჭისყრაშიც” – თქვა მიხეილ ჯანელიძემ “რუსთავი 2”-თან საკითხის კომენტირებისას.

აღნიშნული რეზოლუცია გაერთინებული ერების ორგანიზაციამ მას შემდეგ მოამზადა, რაც 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და სახელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა.

რაც შეეხება გაერთიანებული ერების გამოხმაურებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის განცხადების განხილვის შემდეგ გაეროს 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც პირდაპირ არ ახსენებდა აშშ-ს, თუმცა გამოხატავდა “ღრმა მწუხარებას იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, აშშ-მა კი რეზოლუციას ვეტო დაადო. სხდომაზე ნიკი ჰეილიმ განაცხადა: “ ის, რაც ჩვენ უსაფრთოხების საბჭოზე ვიხილეთ, არის აშშ-ის შეურაცხყოფა. ამას ჩვენ არ დავივიწყებთ.”

აშშ-ის პრეზიდენტი დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის საკითხზე  გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აღარ მისცემს საშუალებას ქვეყნებს, აშშ-ის დახმარებით ისარგებლონ მაშინ, როდესაც ისინი აშშ-ის  წინააღმდეგ აძლევენ ხმას. მან ასევე დაადასტურა ამერიკის ელჩის გაეროში, ნიკი ჰეილის სიტყვები, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ აშშ ხმის მიცემის პროცესს თვალყურს ადევენებს და “სახელებს ინიშნავს”.

“ისინი იღებენ მილიონობით და ზოგჯერ მილიარდობით დოლარსაც კი და შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ხმის მიცემას. დაე, მისცენ ხმა ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ ამით ბევრს დავზოგავთ, ჩვენ ეს არ გვადარდებს. აშშ-ის მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარს ეს ქვეყანა,  უკვე დაიღალა იმით, რომ აშშ-ის კეთილგანწყობით სარგებლობენ. მე ამას აღარ დავუშვებ “ -განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

გუშინ გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკ ჰეილიმ განაცხადა, რომ ყველა იმ ქვეყნის სახელს გადასცემს პრეზიდენტს, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ. გარდა ამისა, გუშინვე გახდა ცნობილი, რომ  რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას აშშ-მა გაუგზავნა წერილი, სადაც ნიკი ჰეილიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ისინი, რომ “პრეზიდენტი ტრამპი კენჭისყრას ყურადღებით დააკვირდება. მან დამავალა, დეტალური ანგარიში წარვადგინო იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ჩვენ ამ საკითხზე თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ მომავალში,” – აღნიშნულია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი