ახალი ამბებისამართალი

რუსთაველის გამზირზე დაჭრილი არასრულწლოვანი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

20 დეკემბერი, 2017 •
რუსთაველის გამზირზე დაჭრილი არასრულწლოვანი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის სკვერში დაჭრილი არასრულწლოვანი  რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს.მათივე ცნობით, არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ პირველი რესპუბლიკის ბაღში ერთი არასრულწლოვანი გულ-მკერდისა და წელის არეში დაჭრეს. იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში ყოფნისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაჭრილი მოზარდის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრი ფიქრობს, რომ ამ დანაშაულში დამნაშავე პირებსაც მალე დააკავებენ.

“გამოიკითხნენ მოწმეები. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცედურები და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ დანაშაულში დამნაშავე პიროვნებებსაც დავაკავებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი