ახალი ამბები

ბანკებმა ვაჭრობის სექტორი 2,2 მილიარდი ლარით დააკრედიტეს

29 ივლისი, 2013 • • 1126
ბანკებმა ვაჭრობის სექტორი 2,2 მილიარდი ლარით დააკრედიტეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.0 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  – 119.5  მლნ ლარით (2.0 პროცენტით).

 

ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 828.9 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით – 4.0 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

 

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის მაისთან შედარებით, ივნისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.8 პროცენტით ანუ 60.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი ივლისისათვის 954.4 მლნ ლარით განისაზღვრა (4.3 პროცენტით ანუ 39.2 მლნ ლარით მეტი პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით); გაცემული სესხების 9.4 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 453.5 მლნ ლარია (4.4 პროცენტით, ანუ 19.1 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

 

2013 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 72.8 მლნ ლარით გაიზარდა  ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის  4.0  მლრდ ლარს მიაღწია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი