ახალი ამბები

ანონსი – 19 დეკემბერი

18 დეკემბერი, 2017 • 1590
ანონსი – 19 დეკემბერი

10:00 საათზე, თბილისის 37-ე საბავშვო ბაღისთვის პატრონაჟის აღების და საჩუქრების გადაცემის ცერემონიას გამართავს (ისანი. ონაშვილის 1). ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში რიგი ღონისძიებების ავტორია. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საელჩო თბილისის საბავშვო ბაღის პატრონაჟს იღებს და პირველ ჯერზე გადასცემს 22 000 ლარის ოდენობის საჩუქრებს (აუდიო/ვიდეო/საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები).

10:00 საათზე,   საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის 9 დეკემბრის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ზუბალაშვილების 36. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

11:00 “კვირის” პრეს-კლუბში, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბას”, ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. აფბა საწვავის ბაზრის შემაჯამებელ კვლევას აქვეყნებს

11:00 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან შეხვედრას გამართავენ.

12:00 საათზე, ი.ჭავჭავაძის N29-ში მდებარე SOLO ლაუნჯში, გაიმართება SOLO-სა და „Eastern Promotions“-ის ერთობლივი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გაუძღვებიან SOLO-წარმომადგენელი ეკა დუჩიძე, კომპანია “Eastern Promotions”-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

12:00 საათზე სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი, ჭავჭავაძის 7,  მეორე სართული) 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

14:00 საათზე ფაბრიკაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამაბელი პრეზენტაცია გაიმართება.

15:00 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მართავს პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას – “ბორდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია”. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) პირველი კორპუსი, აუდიტორია #107

მასალების გადაბეჭდვის წესი