ახალი ამბები

საქართველო და ბელარუსი საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან

18 დეკემბერი, 2017 • 1847
საქართველო და ბელარუსი საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა “საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

“შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.

შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში”.

შეთანხმება გაფორმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი