აქციის მონაწილეების განცხადებით, პარტია “თავისუფალი საქართველოს” აქტივისტი ირაკლი ჭუბაბრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან, დეპუტატ გიორგი კანდელაკთან დაპირისპირების შედეგად დააკავა პოლიციამ, ხოლო, მათივე განცხადებით, უცნობია, თუ რა გახდა ყოფილი პოლიტპატიმრის ფრიდონ მერაბაშვილის დაკავების მიზეზი. 

“ექსპო ჯორჯიაში” “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო, დასკვნით პრაიმერს მართავს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის საპროზიდენტო კანდიდატი.

პრაიმერის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მიზანია ე.წ. სირცხვილი დერეფნების მოწყობა “ნაცმოძრაობის” წევრებისთვის. აქციის ორგანიზატორები არიან ყოფილი პოლიტპატიმრები და ის პირები, რომლებიც ე.წ. რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული პოლიცია, რომლებიც იცავენ პერიმეტრს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრაიმარი საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე ჩატარდა და ყველაზე მძაფრი ფორმით ინციდენტებს ადგილი ჰქონდა ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას, სიტყვიერ შეურაცხყოფას. შედეგად, რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა ისინი 100-100 ლარით დააჯარიმა სასამართლომ.

“ნაცმოძრაობის” პრაიმერში ოთხი კანდიდატი (დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია) მონაწილეობს, თუმცა აქამდე გამართულ ყველა პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციის სამზადისი, თბილისი, 2013 წლის 27 ივლისი

ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების პლაკატი, 2013 წლის 27 ივლისი, თბილისი

ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების პლაკატი, 2013 წლის 27 ივლისი, თბილისი

კახა კუკავა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციაზე, თბილისი, 2013 წლის 27 ივლისი

გიორგი კანდელაკი

კახა კუკავა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციაზე, თბილისი, 2013 წლის 27 ივლისი

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ნაცმოძროაბის წინააღმდეგ აქციაზე

პოლიციის კორდონი, ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი თბილისში, 2013 წლის 27 ივლისი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *