ახალი ამბები

ძიუდოს მსოფლიო მასტერსიდან საქართველოს ნაკრები სამი ოქროთი ბრუნდება

18 დეკემბერი, 2017 • 1672
ძიუდოს მსოფლიო მასტერსიდან საქართველოს ნაკრები სამი ოქროთი ბრუნდება

სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირიდან საქართელო სამი ოქროს მედლით ბრუნდება.

ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსზე, ჯამში, 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ოქრო – ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ).

ვერცხლი – ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ).

ბრინჯაო – ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ).

მასალების გადაბეჭდვის წესი