ახალი ამბები

მაღალი თანამდებობის პირების მაქსიმალური შრომის ანაზღაურება ახალი კანონპროექტით

16 დეკემბერი, 2017 • 2687
მაღალი თანამდებობის პირების მაქსიმალური შრომის ანაზღაურება ახალი კანონპროექტით

“საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მაქსიმალური ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა. დოკუმენტის მიმოხილვას, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს, დართული აქვს დიაგრამა, სადაც ჩანს, თუ რამდენი იქნება აღნიშნული პირების შრომითი ანაზღაურება კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

დიაგრამის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ოდენობა პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვისაა გათვალისწინებული და ის 13 000 ლარს შეადგენს. მეორე პოზიციაზეა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე 11 800 ლარით, მას კი 11050 ლარით ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოსდევს.

“საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტის ინიცირება მთავრობამ პარლამენტში 29 სექტემბერს მოახდინა. მისი ავტორი საჯარო სამსახურის ბიუროა. კანონპროექტი თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ახალ სისტემას მოიცავს, რომელიც თანამდებობრივი კოეფიციენტებისა და საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნებების შემოღებას გულისხმობს , აგრეთვე აწესებს სახელფასო დანამატისა და ჯილდოს ზღვრულ ოდენობებს და გაცემის საფუძვლებს.

ამ მომენტისთვის კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი