ნეტგაზეთი | კალაძე: ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, მივხვდი, რატომ ბნელა საკრებულოს დარბაზში კალაძე: ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, მივხვდი, რატომ ბნელა საკრებულოს დარბაზში – Netgazeti

კალაძე: ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, მივხვდი, რატომ ბნელა საკრებულოს დარბაზში

დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავს. განხილვას თბილისის მერი კახა კალაძე ესწრება. ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს ფურცელი უჭირავს, სადაც წერია: სოციალური – 1.13 ლარი, ჩინოვნიკი – 8 064 ლარი.
კახა კალაძემ საკრებულოში ვიზიტი გაიხსენა, სადაც მისი თქმით, სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ დარბაზში ძალიან ბნელოდა.

“როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი, რატომ ბნელა, ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში.
ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა. არცერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ,”- განაცხადა კალაძემ.

მერის ამ განცხადებას მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, კახა კალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა და საკრებულოს თავმჯდომარეს რეაგირება მოსთხოვა ფაქტზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.