საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 წითელი მსუბუქი ავტომობილი 728 822 ლარად შეიძინა.
ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის ივლისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი და 60 თეთრი დაჯდა. მისი თქმით, ეს რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.