მინისტრი საწვავზე ფასების ზრდას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არარსებობას უკავშირებს. ამის შესახებ კომნტარი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ანტიმონოპოლიურ კანონამდებლობაზე მუშაობისას, საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა იმაზე, რომ ჩვენ ეს მიგვეყვანა იმ კონდინციამდე, რომ გადაგვეგზავნა პარლამენტში. ეს არის ძალიან რთული კანონმდებლობა, რომელიც ეხება აბსოლიტურად ბიზნესის ყველა ფენას და შრეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფართოდ განგვეხილა ეს კანონმდებლობა და ამ პროცესში ვიმყოფებით დღესაც. წლის ბოლომდე ეს კანონმდებლობა მიიღება და კონკურენციის სააგენტოც შეიქმნება.”
გიორგი კვირიკაშვილის განნცხადებით, ის დაზუსტებით ვერ ამბობს, რატომ გაძვირდა საწვავი: “მე ვერ გეტყვით, დღეს რისი ბრალია ფასების ზრდა. ჩვენ დღეს ვერ წავალთ იმ გზით, რომ არსებულ ბიზნესებს თამაშის წესები ვუკარნახოთ. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ თუკი რაიმე ბარიერი არსებობს, რომ ახალი მოთამაშე შემოვიდეს ამ ბაზარზე, ადმინისტრაციული ბარიერები მოვხსნათ. ჩვენ ეს გავაკეთეთ არაერთი კომპანიასთან მიმართებაში. საბითუმო ბაზარზე რამდენიმე ახალი შემომტანია და საცალო ქსელები იქმნება. ამაზე ჩვენ რამოდენიმე ინვესტორთან გვქონდა საუბარი. ეს არის სწორი გზა. რაც შეეხება იმ ბერკეტებს, რაც ექნება კონკურენციის სააგენტოს, ეს არის პარალელური ბერკეტები, რომ არსებულ ბაზარზე ზემოქმედება მოახდინოს. როცა ამ ბერკეტებს მიიღებს სააგენტო, დაველოდოთ და ამის შემდეგ გავაკეთოთ უფრო ზუსტი დასკვნები.”
საწვავაზე ფასი ბაზარზე მოქმედმა ყველა ნავთობკომპანიამ რამდენიმე დღის წინ 5 თეთრით გააძვირა.
