ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ შენიშვნები გააგზავნა, თუმცა,სამწუხაროდ, საკითხი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე ისე გავიდა, რომ არ იყო შეჯერებული უმრავლესობასა და მთავრობას შორის. დიდი იმედი მაქვს, რა ვარიანტითაც არის ეს საკითხი წარმოდგენილი, არ გავა, რადგან საბანკო სისტემას საკმაოდ დიდ ზიანს მოუტანს” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან საფრთხილო საკითხია:”ჩვენ ვეთანხმებით, რომ ასე, ხელის ერთი მოსმით, აღსრულების შეჩერება მიუღებელია ეკონომიკისთვის. ვფიქრობთ, რომ არსებული კანონმდებლობაც ითვალისწინებს აღსრულების შეჩერებას ან გადადებას. ვფიქრობთ, რომ აღსრულების კომერციულ საბანკო სისტემას დიდ ზიანს მოუტანს ეს საკანონმდებლო ცვლილება, იმ ვარიანტშიც, რა ვარიანტშიც ის აროს წარმოდგენილი. უახლოეს დღეებში იქნება საუბარი კონტკრეტულ დეტალებზე უმრავლესობასა და მთავრობას შორის. დღესაც გვქონდა მსჯელობა, რომ ჩვენთვის ეს ვარიანტი არის მიუღებელი, მეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ.”
ცვლილებები შედის “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონში,რომლის თანახმადაც, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, რომლის საკუთრების უფლება მეპატრონემ დაკარგა, პირველ თებერვლამდე საღმსრულებლო პროცედურები ექვსი თვით ჩერდება.
