ახალი ამბები

ნარმანია სემეკ-ის წევრობის კანდიდატია

14 დეკემბერი, 2017 • 1621
ნარმანია სემეკ-ის წევრობის კანდიდატია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დავით ნარმანია თბილისის მერი იყო 2014-2017 წლებში. ინფორმაცია მისი სემეკ-ის წევრად დანიშვნის თაობაზე მედიაში რამდენიმე თვეა ტრიალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი