ახალი ამბები

ვაკეში კაცი დაჭრეს

13 დეკემბერი, 2017 • 1559
ვაკეში კაცი დაჭრეს

თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე  კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში  წერია, რომ  შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს 1979 წელს დაბადებული კაცი დახვდათ, რომელიც  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილი  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი