2017 წლის 25 მარტიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ლატვიის დედაქალაქ რიგის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს
აეროპორტების გაერთიანების’ ინფორმაციით, ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან, 12 დეკემბრიდან, wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება.
ლატვიის დედაქალაქი ბალტიისპირეთის უდიდესი ქალაქია, ის ცნობილია მდიდარი მემკვიდრეობითა და კულტურის ძეგლებით, ტურისტული ადგილებით და პარკებით.
რიგა მდიდარია შუა საუკუნეების კულტურული მემკვირეობის ძეგლებითა და მოდერნის სტილის შენობებით. ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს.