ახალი ამბებისამართალი

თბილისის უბნებში უკანონოდ მოქმედი სათამაშო აპარატები ამოიღეს

12 დეკემბერი, 2017 • 2470
თბილისის უბნებში უკანონოდ მოქმედი სათამაშო აპარატები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიების ცნობით, თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებშიმეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფსლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ცხრა სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი