ახალი ამბები

სუპერმაკეტებში დასაქმებულთა 63%–ს დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევს – კვლევა [ინფოგრაფიკა]

11 დეკემბერი, 2017 •
სუპერმაკეტებში დასაქმებულთა 63%–ს დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევს – კვლევა [ინფოგრაფიკა]

დასაქმებულთა 63%–ს უწევს, შეასრულოს დამატებითი საქმიანობა, რომელიც მათ ძირითად მოვალეობაში არ შედის, ამბობს პროფკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის პრეზენტაცია დღეს, 11 დეკემბერს გამართეს.

კვლევის ფარგლებში თბილისის დიდი სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული ადამიანები გამოკითხეს და ამ კვლევაში გამოტანილი დასკვნები დასაქმებულების მხრიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საველე სამუშაო 2017 წლის აგვისტო–ოქტომბერში ჩატარდა.

“მათ არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური სამუშაო, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში, არ იღებენ ანაზღაურებას. ხშირი იყო შემთხვევა, რომ მათ უკავდებოდათ ხელფასი მაღაზიებში დანაკლისის გამო. ხშირად ეს დანაკლისები მათი ხელფასის ნახევარს უტოლდებოდა”, – გვითხრა ნინო ესართიამ, გაერთიანებული პროფკავშირების გაერთიანების სოციოლოგმა.

ნინო ესართიას თქმით, კვლევამ გამოკითხა “კარფურის”, “ფრესკოს”, “ევროპროდუქტის”, “ვეჯინის”, “სპარისა” და “ნიკორას” მაღაზიათა ქსელებში დასაქმებულები.

კვლევა გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ფინანსურად “ფრიდრიხ ებერტის ფონდმა” დააფინანსა. კვლევა პროფკავშირების საგანგებოდ გადამზადებულმა ინტერვიუერებმა ჩააატრეს, პირისპირ ინტერვიუს გზით, რა დროსაც გამოკითხულები ანკეტას ავსებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი