ახალი ამბები

“უამრავი ადამიანი სისტემური ჩაგვრების ქვეშ ცხოვრობს” – თემიდა 10 დეკემბერზე

10 დეკემბერი, 2017 • 2480
“უამრავი ადამიანი სისტემური ჩაგვრების ქვეშ ცხოვრობს” – თემიდა 10 დეკემბერზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდა” ეხმაურება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აფასებს:

  • უამრავი ადამიანი სისტემური ჩაგვრების ქვეშ ცხოვრობს და იბრძვის გათავისუფლებისთვის. საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ღარიბი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მოკლებულია ცხოვრების ღირსეულ პირობებს, საკვებს, საცხოვრისს, განათლებას, ჯანდაცვას…
  • უამრავი ადამიანი მუშაობს სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში და სახელმწიფო საკუთარი მოვალეობის განხორციელებაზე უარს ამბობს, არ იცავს მუშებს სამუშაო ადგილზე სიკვდილისგან;
  • კულტურული და ეკონომიკური ჩაგვრა განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ქალებს, რომელთა შინა მეურნენეობაში გაწეულ შრომას ემატება ეკონომიკური ექსპლოატაცია და ზოგჯერ ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.
  • მძიმეა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების ყოფა. მიუხედავად რიგი პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების უდიდეს გამოწვევად რჩება. სახელმწიფოს პოლიტიკა არ მოიცავს მოქალაქეთა განათლებას სექსუალობის შესახებ; არ ითვალისწინებს ტრანსგენდერი ქალების ჯანდაცვის და იურიდიულ საჭიროებებს, რაც წარმოშობს თვითდასაქმებისა და დაბალანაზღაურებად შრომაში ჩართვის საჭიროებას, ეს შრომა ასევე კრიმინალიზებულია. ჰომოფობიის კულტურული მახასიათებლის გამო უამრავი ახალგაზრდა გეი და ლესბოსელი ადამიანი იძულებულია დატოვოს ოჯახი. სახელმწიფოს მათთვის თავშესაფარი არ აქვს. ადამიანები ხდებიან ღირსების შემლახავი მოპყრობის, გარიყვისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის ეფექტური სტრატეგია.
  • დაბოლოს, უსაშველოდ მძიმეა არსებული ნარკოპოლიტიკის შედეგად დაჭერილი, გაღარიბებული, დასნებოვნებული მოქალაქეების ყოფა. საზოგადოებრივი კონსენსუსის მიუხედავად, რომ შეიცვალოს არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს და ყველა ელის კანონპროექტს, რომლითაც უამრავი მოქალაქე იგრძნობს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვას. ციხეების ნაცვლად გაიხსენება სარეაბილიტაციო ცენტრები და ზიანის შემცირების სახელმწიფო პროგრამები ამუშავდება.

აქვე გთავაზობთ პლაკატებს, რომლებიც სწორედ ადამიანის უფლებების თემას ეხება და 10 დეკემბრისთვის მომზადდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი