ახალი ამბები

მერია: სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის აღსადგენად 300 000 დაიხარჯება

9 დეკემბერი, 2017 • 1396
მერია: სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის აღსადგენად 300 000 დაიხარჯება

ბერი გაბრიელის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, საცხოვრელად ვარგისია. ინფორმაციას თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ კორპუსის შემოწმება დაასრულა. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კორპუსში უახლოეს პერიოდში  აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.

როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი