ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარეს ირჩევს

9 დეკემბერი, 2017 • 2283
ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარეს ირჩევს

დღეს, 9 დეკემებრს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო.

არჩევნები თბილისში, სპორტის სასახლის შენობაში მიმდინარეობს. გამნარჯვებული კანდაიდტის ვინაობა 22:15 საათზე გახდება ცნობილი.

არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია:

[checklist]

  • დავით ასათიანი
  • ლევან ჯანაშია
  • დავით ლანჩავა,
  • იასონ ბესელია
  • გრიგოლ გაგნიძე
  • დავით ებრალიძე
  • ალექსი კობაიძე
  • ონისე მარგიანი
  • ვასილ ოსეფაშვილი
  • ელგუჯა ჩხაიძე
  • ირმა ჭკადუა
  • ვაჟა ჯაოშვილი

[/checklist]

არჩევნების დაწყებამდე კომენტარი ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უნდა იყოს გაბედული და უნდა იცავდეს ადამიანისა და ადვოკატის უფლებებს.

“ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას ვერ დაადგა და მე ვისურვებდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააგრძელოს ის, რასაც მე ვაკეთებდი და თითოეული ადვოკატი იყო დაცული. უნდა გაგრძელდეს ასოციაციის ინსტიტუციური განვითარება და სასწავლო პროცესები უნდა დაიხვეწოს. ადვოკატთა ასოციაცია წინ უნდა წავიდეს. ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება. რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს იყო კარგი, მაგრამ ადვოკატთა ასოციაცია თუ გაჩერდა, ვერ იქნება ყველაზე წარმატებული, როგორც მას ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ უწოდა 24 ნოემბერს, როდესაც ბრიუსელში პლენარული სესია გამართა,”-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ დღევანდელი არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იქნება. კანდიდატებზე საუბრისას, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მას ჰყავს ფავორიტი კანდიდატი, თუმცა საარჩევნო დღეს ამას ღიად არ დაასახელებს.

კენისყრაში დარეგისტრირებული კანდიდატებმა, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ხატიაშვილი დაადანაშაულეს იმაში, რომ დავით ასათიანის, ერთ-ერთი კანდიდატის ღიად მხარდაჭერის გამო, იგი კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ვრცლად: არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა. კანდიდატი დარწმუნებულია, რომ დღეს ასოციაცია დემოკრატიულად ჩაატარებს არჩევნებს.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეები, რომ გავაძლიეროთ ასოციაცია და უფრო აპოლიტიკური ორგანიზაცია გახდეს ადვოკატთა ასოციაცია. ჩვენ ვართ დარწმუნებული ჩვენი კოლეგების მხარდაჭერაში, რადგან ჩვენს ერთიანობას, ჩვენს დამოუკიდებლობას ალტერნატივა არ გააჩნია,”-განაცხადა დავით ასათიანმა.

კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ.

“ჩვენი პროგრამით გათვალიწინებულია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ცოტა არ იყოს ცუდ მდგომარეობაში გვაქვს დღესდღეობით. ამავდროულად მნიშვნელოვანია, ასოციაციაში ჩამოყალიბდეს უფლებების დაცვის კომიტეტი, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი ორგანო და რეაგირებას მოახდენს ადვოკატების უფლებების დაცვაზე,”-აცხადებს ლევან ჯანაშია.

თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ასოციაციაში უნდა შეიცალოს მმართველობის სტილი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეიცვალოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველობის სტილი. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ საბჭოში ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს ღებულობენ, მიმაჩნია, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს თითოეულ ადვოკატთან, ასოციაციის წევრებთან ერთად. მესტიაში, ხულოში ან ახმეტაში აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა არ იციან, რა პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს. ასოციაციის თითოეულ წევრს უნდა ვკითხოთ, მათ რა უნდათ და რაში უნდა გაიხარჯოს ასოციაციის ფინანსები,”-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაში სულ 4970 ადვოკატია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი