ახალი ამბები

რიკოთის გვირაბში 11-დან 14 დეკემბრის ჩათვლით მოძრაობა შეიზღუდება

8 დეკემბერი, 2017 • 2813
რიკოთის გვირაბში 11-დან 14 დეკემბრის ჩათვლით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. მათი განცხადებით, დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის გვირაბი

მასალების გადაბეჭდვის წესი