ახალი ამბები

ფოტოები კიევის “კარვების ქალაქიდან”

6 დეკემბერი, 2017 • 2459
ფოტოები კიევის “კარვების ქალაქიდან”

გთავაზობთ ფოტოებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან, რომელიც კიევში უკვე მეორე დღეა იმართება.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმს არ მისცა იმ მანქანის ადგილიდან დაძვრის საშუალება, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. რამდენიმე საათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ სააკაშვილი გაათავისუფლეს მანქანიდან. უკრაინის საგამოძიებო უწყებები მას დღეს ელოდებიან დასაკითხად, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

უკრანის საგამოძიებო უწყებების ცნობით, სააკაშვილს ბრალად ედება პრორუსული ძალების, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღება აქციებისთვის, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა უკრაინაში. სააკაშვილი ამ ბრალდებებს ფაბრიკაციას უწოდებს. კიევში, რადას შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს და გაათიეს.

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიევში. 6.12.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია

მასალების გადაბეჭდვის წესი